სკოლის საჭიროების გამოვლენა

სკოლის ლიდერ ქოუჩის ნათია კილაძისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ სკოლის სუსტი მხარეა - კათედრების შეთანხმებული მუშაობა.

ამიტომ დაგეგმა სკოლაში გატარდეს პროექტი, რომელიც მიმართული იქმება კოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კათედრების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწავლო პროცესის მამოძრავებელი ღერძის, განვითარება. შესაბამისად, მის გამართულ და კოორდინირებულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. კათედრის სისტემური მუშაობის შედეგად სკოლაში საფუძველი ეყრება მეტად აუცილებელ პროცესებსა და ტრადიციებს.

შეიქმნა საპროექტო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა თითო კათედრის წარმომადგენელიდან:
  • თინათნ მიგინეიშვილი
  • ინგა დევიძე
  • ბაბალე სახელაშვილი
  • მარიამ ჭელიძე
  • ვერა გორგოძე
  • ბაია მაჩიტიძე
  • მარიკა სანიკიძე
პროექტის  „სკოლის კათედრების მუშაობის ანალიზის, დაგეგმვის და მართვის ხელშეწყობის” სამიზნე ჯგუფი მოიცავს სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის საგნობრივ კათედრებს და სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესებულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, რადგან სკოლის ცენტრალიზირებული მონიტორინგის სისტემა პროექტის წარმატებული განხორციელების შემთხვევაში დელეგირდება საგნობრივ კათედრაზე. პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა საპროექტო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა საგნობრივი კათედრის მოტივირებული წარმომადგენელი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი იზრუნონ სკოლის განვითარებაზე და მომავალში იქნებიან სკოლის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ჩართულია კვლევის, პრობლემის იდენტიფიცირების ფაზაზე, ასევე პრობლემის/საჭიროებების გადაჭრისთვის გამოსადეგი სტრატეგიის შერჩევისა და გამოცდის პროცესში. რა თქმა უნდა ყველა სკოლის სასიკეთოდ განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება მის მოსწავლეებზე. კათედრების ეფექტიანი მუშაობის შედეგად სწავლა-სწავლების პროცესი ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული, მაღლდება მოტივაცია და იცვლება დამოკიდებულება სკოლისადმი. 

Комментарии

Популярные сообщения