პედაგოგთა ონლაინ კლუბი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2 მარტიდან ყველა სკოლაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი და გამოცხადებულია არდადეგები. მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა გზების მოსაძებნად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სასკოლო თემის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს პროცესების მიღმა.ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდირებულია მაქსიმალურად ავარიდოთ თავი თავშეყრის ადგილებს.
შესაბამისად, სკოლამ გაითვალისწინა, რომ სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისას მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მასწავლებლის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. დისტანციური სწავლება მასწავლებლებმა აწარმოებენ არა სკოლიდან/სამასწავლებლოდან (რომელიც შესაძლოა ამგვარად თავშეყრის ადგილად იქცეს), არამედ მათთვის მოსახერხებელი იზოლირებული, დაცული სივრციდან.
საჭირო რეკომენდაციებიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით დირექციამ მასწავლებლებს მიაწოდა ასევე დისტანციური კომუნიკაციის საშუალები.
მასწავლებელები ჩაერთვენ დისტანციურ ტრენინგებში, რის საფუძველზე სკოლაში ჩამოყალიბდა "პედაგოგთა ონლაინ კლუბი". დაგეგმილია კლუბის შეხვედრები კვირაში ორჯერ, სადაც განიხილება საჭირბოროტო საკითხები. პირველი შეხვედრის ტემა იყო "დავალებების ატვირთვა და შეფასება Assigmmentis ფუნქციის გამოყენებით Team-ში"
Комментарии
Отправить комментарий