მონაცემთა შეგროვება ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით
თუ სკოლის პრაქტიკაში არ დაინერგა კათედრების მუშაობის სისტემატიური დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება, მოსალოდნელია სასწავლო პროცესის სპონტანურობა. განხორციელებული საქმიანობები და ღონისძიებები ნაკლებად იქნება ორიენტირებული შედეგზე, დახარჯული რესურსისა და ძალისხმევის მიუხედავად სკოლა ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს, რაც გამოიწვევს სკოლის, როგორც ორგანიზაციის განვითარების შეფერხებას.
აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა გამოიწვევს კათედრების ავტონომიურობას, ახალი იდეების, დანერგილი სწავლების სტრატეგიების ლოკალურად გავრცელებას, ხელს არ შეუწყობს სკოლის სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას. მასწავლებელთა დაბალი ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და არაკოორდინირებულ მუშაობას. სკოლაში დაცული არ იქნება გამჭირვალობისა და თანასწორობის პრინციპები.
პრობლემების მოგვარების შემთხვევაში პირველ რიგში მოხდება კათედრებს შორის თანამშრომლობითი კულტურის თანდათანობით დამკვიდრება, საუკეთესო პრაქტიკის სწრაფი გაზიარება კათედრებს შორის, სასწავლო პროცესი გახდება მოსწავლეებისათვის საინტერესო და პოზიტიური, რაც ამაღლებს მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, სწავლის პროცესი გახდება მოსწავლეზე ორიენტირებული.
Комментарии
Отправить комментарий